ორი მარტივი ვარჯიში, რომელიც წამოდგომისას თავბრუსხვევის შემცირებაში დაგეხმარებათ — #1tvმეცნიერება
წამოდგომისას თავბრუსხვევა საკმაოდ გავრცელებული განცდაა, რაც სისხლის წნევის ვარდნით არის გამოწვეული. როდესაც სისხლის წნევა არტერიული წნევის ვარდნა ძლიერ ხანმოკლე და სწრაფია, და არ არის გამოწვეული ჯანმრთელობის სხვა რაიმე პრობლემით, მას ორთოსტატიულ ჰიპოტონზიას (IOH) უწოდებენ.
ახალი კვლევის მიხედვით, წამოდგომის წინ ამ შემდეგ, კუნთების რამდენიმე მარტივმა ვარჯიშმა ორთოსტატიულ ჰიპოტონზიის ეფექტები შეიძლება შეამციროს, თანაც ყოველგვარი მედიკამენტის საჭიროების გარეშე. როგორც ჩანს, ამისათვის გადამწყვეტია სხეულის ქვედა კუნთების გააქტიურება წამოდგომის წინ ან შემდეგ.
წამოდგომის შემდეგ კუნთების გაჭიმვის იდეას მკვლევრები აქამდეც ტესტავდნენ, ჰქონდათ გარკვეული წარმატებაც, მაგრამ ახალი კვლევის ფარგლებში შეისწავლეს, შეიძლება თუ არა, ის წინასწარი ზომის სახითაც გამოდგეს.
„ეს გახლავთ მარტივი, ეფექტიანი და უფასო ინტერვენციები, რომელთა გამოყენებაც პაციენტებს ორთოსტატიულ ჰიპოტონზიის სიმპტომების პრევენციისთვის შეუძლიათ“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
კვლევაში ჩართული იყო ორთოსტატიულ ჰიპოტონზიის (წამოდგომის შემდეგ თავბრუსხვევა) ისტორიის მქონე 22 ახალგაზრდა ქალი; შეამოწმეს ორი ვარჯიში: მუხლების რამდენჯერმე აწევა ჯდომისას, წამოდგომამდე 30 წამის განმავლობაში და ფეხების გადაჯვარედინება წამოდგომიდან 30 წამის განმავლობაში.
ექსპერიმენტების დროს მკვლევრებმა შეამოწმეს მონაწილეთა გულისცემისა და არტერიული წნევის მაჩვენებლები, თითოეულს შორის გამოიყენეს ინტერვალები. მონაწილეებს სთხოვეს ორთოსტატიულ ჰიპოტონზიის სიმპტომების, მათ შორის თავბრუსხვევის შეგრძნების აღწერაც.
აღმოჩნდა, რომ ორ ექსპერიმენტს შორის სხვაობა დიდი იყო — წამოდგომის წინ ან შემდეგ გაკეთებულმა ვარჯიშებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა სისხლის წნევის დროებითი ვარდნა და შეამსუბუქა ორთოსტატიულ ჰიპოტონზიის სიმპტომები.
„ვინაიდან ეს ფიზიკური მანევრია და უბრალოდ ქვედა კიდურების გამოყენებას მოითხოვს, პაციენტებს მისი გაკეთება ნებისმიერ დროს, ყველგან შეუძლიათ ამ სიმპტომებთან საბრძოლველად“, — ამბობს კანადის კალაგარის უნივერსიტეტის კლინიკური მკვლევარი ნასია შეიხი.
მიჩნეულია, რომ ორთოსტატიულ ჰიპოტონზია გამოწვეულია წამოდგომის პროცესში სისხლძარღვების გახსნით. ეს ვარჯიშები სხეულის ასეთ შეპასუხებას ეწინააღმდეგება და როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ამ ორი ვარჯიშის ტანდემში გამოყენებაც არის შესაძლებელი.
ამ დროის მონაცემებით, ორთოსტატიულ ჰიპოტონზია აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტს აწუხებს და არ არსებობს რაიმე კონკრეტული სამკურნალო საშუალება. აქამდე საუკეთესო რჩევას წარმოადგენდა რაც შეიძლება ნელა და თანდათანობით წამოდგომა.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა პატარა ზომისაა და მასში მხოლოდ ქალები მონაწილეობდნენ, ამ ვარჯიშებმა შეიძლება სიტუაცია შეცვალოს. წამოდგომისას უცაბედი თავბრუსხვევა შეიძლება დიდ პრობლემად არ ჩანდეს, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ზოგჯერ გულის წასვლა და გონების დაკარგვაც გამოიწვიოს.
კვლევა ჟურნალ Heart Rhythm-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.