ირანში ზედიზედ მეორე დღეა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 100-ს აღემატება. როგორც ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის 2 449 შემთხვევა, ვირუსით 113 ადამიანი გარდაიცვალა.
ამგვარად, მსხვერპლთა საერთო რიცხვმა ირანში 8 950 შეადგინა. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 189 876 შემთხვევა, საიდანაც 150 590 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 765 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.