ორეგონის შტატში, სადაც ტყის ხანძარი მძვინვარებს, ათობით ადამიანია დაკარგული
ორეგონის შტატში, სადაც ტყის ხანძარი მძვინვარებს, ათობით ადამიანია დაკარგული.
როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, კეიტ ბრაუნმა განაცხადა.
გუბერნატორმა სტიქიის ზონაში არსებული სახლების მეპატრონეებს მოუწოდა, ცეცხლის კერებთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ, იმის მიუხედავად, რომ მოროდიორობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
ორეგონის შტატში ხანძრების გამო ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რაც შტატის მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენს.
მასშტაბური ხანძარი ასევე მძვინვარებს კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატებში.
არსებული მონაცემებით, სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სულ დაფიქსირებულია ხანძრის ასამდე კერა. ორეგონში რამდენიმე დასახლება ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა.