ორდღიანი სამაშველო ღონისძიებების შემდეგ, ჟინვალის წყალსაცავიდან მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს
ორდღიანი სამაშველო ღონისძიებების შემდეგ, ჟინვალის წყალსაცავიდან მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს

ორდღიანი სამაშველო ღონისძიებების შემდეგ, ჟინვალის წყალსაცავიდან მაშველებმა 53 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, განსაკუთრებულად რთული პირობების გამო, საჭირო გახდა წყლის ქვეშ დამატებითი სამუშაოების ჩატარება.

„საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოსა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს მაშველებმა ორდღიანი სამაშველო ღონისძიებების შემდეგ 1965 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს. შემთხვევა 14 ნოემბერს, საღამოს მოხდა. სატვირთო ავტომანქანა წყალსაცავში გადავარდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მოკვლეულ იქნა ცხედრის ადგილმდებარეობა, თუმცა განსაკუთრებულად რთული პირობების გამო, საჭირო გახდა წყლის ქვეშ დამატებითი სამუშაოების ჩატარება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ღონისძიებაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 მაშველი და სამი მყვინთავი.