ორბელის უღელტეხილზე კლდე ჩამოიშალა
ორბელის უღელტეხილზე კლდე ჩამოიშალა

რაჭა-ლეჩხუმის ცენტრალურ მაგისტრალზე, ორბელის უღელტეხილზე, რამდენიმე დღიანი უამინდობისა და წვიმის გამო,  კლდე ჩამოიშალა. შემთხვევა ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა. გზის მონაკვეთზე გადაადგილება ჯერ კიდევ შეფერხებულია.

ცაგერის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება დაახლოებით ერთ საათში ექნებათ.