ორბელიანის მოედანზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ორბელიანის მოედანზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ორბელიანის მოედანზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოები ქალაქის ისტორიულ ნაწილში რამდენიმე ეტაპისგან შედგება.

გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, საამქროში რესტავრირებული და გაწმენდილი დეტალები ისევ ძველ ნაგებობებზე დამონტაჟდება და ავთენტურ სახეს დაიბრუნებს.

პროექტისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 52 მლნ ლარი გამოიყო. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სამუშაოები ორბელიანზე 2018 წლის ბოლოს დასრულდება, 300- მდე ოჯახი კი საკუთარ რეაბილიტრებულ სახლებში დაბრუნდება.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ისტორიული სახლების შიდა ეზოებისა და გარე ფასადების აღდგენა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში კიდევ ერთი ტურისტული ცენტრი, უბანი და საფეხმავლო მოედანი გაჩნდება.