სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, ამ პერიოდში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 173 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, 3 ლარითა და 60 თეთრით მეტია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20 თეთრითაა შემცირებული.
ამასთან, ოქტომბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 153 ლარი და 90 თეთრია, ხოლო საშუალო ოჯახის 291.5 ლარი.
ოჯახის ტიპების მიხედვით, საარსებო მინიმუმი შეადგენს: ერთსულიანი – 153.9 ლარი, ორსულიანი – 246.3 ლარი, სამსულიანი ოჯახი – 277.1 ლარი, ოთხსულიანი – 307.8 ლარი, ხუთსულიანი – 346.3 ლარი,
ექვს და მეტ სულიანი – 409.4 ლარი.