„ოქროს ჟოლო 2018-ის“ ნომინანტები ცნობილია
„ოქროს ჟოლო 2018-ის“ ნომინანტები ცნობილია

„ოქროს ჟოლო 2018-ის“ ნომინანტები ცნობილია. ცნობილმა მედიაპორტალმა Rotten Tomatoes 2017 წლის ყველაზე ცუდი ფილმებისა და მსახიობების სია დაასახელეს.

ყველაზე ცუდი ფილმების კატეგორიაში ერთმანეთს კონკურენციას The Mummy, The Emoji Movie, Fifty Shades Darker, Baywatch, Transformers: The Last Knight გაუწევენ.

ტომ კრუზი, ჯეიმი დორნანი, ზაკ ეფრონი, ჯონი დეპი და მარკ უოლბერგი კრიტიკოსებმა გასული წლის ყველაზე ცუდ მსახიობ კაცებად, ხოლო დაკოტა ჯონსონი, ტეილორ პერი, კეტრინ ჰეილი, ემა უოტსონი, ჯენიფერ ლოურენსი კი ყველაზე ცუდ მსახიობ ქალებად დაასახელეს.

ყველაზე ცუდი რეჟისორის კატეგორიაში „ოქროს ჟოლოს“ ნომინანტები კი დარენ არანოვსკი, მაიკლ ბეი, ჯეიმს ფოული, ალექს კურტზმანი და ტონი ლეონიდისი არიან. მათ შორის გამარჯვებულები ოსკარამდე ერთი დღით ადრე დასახელდებიან.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ჟოლოს“ დაჯილდოება პირველად 1981 წელს გაიმართა, 2018 წელს რიგით 38-ე დაჯილდოების ცერემონიალი კი 3 მარტს ჩატარდება.