მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი “ოქროს ბურთის” მფლობელი 7 დეკემბერს გამოვლინდება. ამის შესახებ იტყობინება ამ პრიზის დამფუძნებელი – ფრანგული ჟურნალი France Football.
ცერემონიის წამყვანი იქნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დავიდ ჟინოლა. პრიზზე 30 ფეხბურთელი აცხადებს პრეტენზიას: ნეიმარი, ლუკა მოდრიჩი, პაულო დიბალა, მარსელო, ნ’გოლო კანტე, ლუის სუარესი, სერხიო რამოსი, იან ობლაკი, ფილიპე კოუტინიო, დრის მერტენსი, კევინ დე ბრუინი, რობერტ ლევანდოვსკი, დავიდ დე ხეა, ჰარი კეინი, ედინ ჯეკო, ანტუან გრიზმანი, ტონი კროოსი, ჯანლუიჯი ბუფონი, სადიო მანე, რადამელ ფალკაო, ლიონელ მესი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ედინსონ კავანი, მატს ჰუმელსი, ქარიმ ბენზემა, კრიშტიანუ რონალდუ, ედენ აზარი, ლეონარდო ბონუჩი, ისკო და კილიან მბაპე.
France Football “ოქროს ბურთს” 1956 წლიდან გადასცემს. 2010-15 წლებში, ამ ჯილდოს მფლობელს ფრანგული გამოცემა და ფიფა ერთად ავლენდნენ.