„ოქროს ბუცისთვის” ბრძოლას ლევანდოვსკი და ესტონელი სნაიპერი ლიდერობენ #1TVSPORT
სანაკრებო პაუზის შემდეგ უახლოეს უქმეებზე განახლდება საკლუბო სეზონი. ეროვნული ჩემპიონატების მორიგი ტურების შემდეგ, 2024-25 წლების სეზონის „ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში ორი ფეხბურთელია დაწინაურებული – რობერტ ლევანდოვსკი და ალექს ტამი. პოლონელმა ლა ლიგაში 14 გოლი გაიტანა და ეს რაოდენობა ესპანეთის ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (2.0) მრავლდება. ესტონელმა ტამმა ლევანდოვსკიზე ორჯერ მეტი გაიტანა, მაგრამ ესტონეთის პირველობის კოეფიციენტი (1.0) მინიმალურია. ამიტომაც ამ ფეხბურთელებს 28-28 ქულა აქვთ.
„ოქროს ბუცი” 2024-25. TOP20
- რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, ესპანეთი) – 28 (14×2.0)
- ალექს ტამი (კალიუ, ესტონეთი) – 28 (28×1.0)
- რეჯინალდო რამირესი (რიგასი, ლატვია) – 25 (25×1.0)
- ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი, პორტუგალია) – 24 (16×1.5)
- ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) – 24 (12×2.0)
- პალ კლეტსკარდი (კლაკსვიკი, ფარერები) – 23 (23×1.0)
- ჰარი კეინი (ბაიერნი, გერმანია) – 22 (11×2.0)
- ომარ მარმუში (აინტრახტი, გერმანია) – 22 (11×2.0)
- მატეო რეტეგი (ატალანტა, იტალია) – 22 (11×2.0)
- ალიუნ ნდოიე (ვალმიერა, ლატვია) – 22 (22×1.0)
- კრისტიან ერიქსენი (მიოლდე, ნორვეგია) – 21 (14×1.5)
- ბრედლი ბარკოლა (პსჟ, საგრანგეთი) – 20 (10×2)
- ლივიუ ანტალი (ჟალგირისი, ლიეტუვა) – 20 (20×1.0)
- მარკო რეგჟა (რიგასი, ლატვია) – 18 (18×1.0)
- იანის იკაუნიექსი (რიგასი, ლატვია) – 18 (18×1.0)
- მაგნუს ვოლფ ეიკრემი (მიოლდე, ნორვეგია) – 18 (12×1.5)
- ნიკოლა ვლასიჩი (ბრომაპიოკარნა, შვედეთი) – 17 (17×1.0)
- როდი ეფაგე (გომელი, ბელარუსი) – 17 (17×1.0)
- სერგეი ზენიოვი (ფლორა, ესტონეთი) – 17 (17×1.0)
“ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (1.0, 1.5, 2.0). უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.