ოპოზიციური პარტიების წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან
ოპოზიციური პარტიების წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს. განხილვის თემა საარჩევნო სისტემაა.
ოპოზიციის წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითხოვენ. ოპოზიციამ ამ მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა და 250 მოქალაქის ხელმოწერა პარლამენტს წარუდგინა. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, ცვლილებები განიხილოს და საარჩევნო სისტემა შეცვალოს.