ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქციაზე გოჭი მიიყვანეს
ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქციაზე გოჭი მიიყვანეს

​ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პარლამენტში ერთი პარტიის შესვლით საქართველო საბჭოთა კავშირში დაბრუნდება. როგორც პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, ერთპარტიული პარლამენტი ცხოველთა ფერმას ემსგავსება. ამის სიმბოლოდ კი, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გოჭი მიიყვანეს.