ოპოზიციური პარტიები აქციების განახლებას 4 თებერვლიდან გეგმავენ
ოპოზიციური პარტიები აქციების განახლებას 4 თებერვლიდან გეგმავენ

„ევროპულმა საქართველომ“ აქციების გამართვის ნებართვაზე თბილისის მერიას განცხადებით მიმართა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით,  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები 4 თებერვლიდან განახლდება. მისივე ინფორმაციით, პროტესტს უერთდება ყველა ოპოზიციური პარტია.

„4 თებერვლას ყველა ის ოპოზიციური პარტია, სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული აქციებში, ხელახლა დავუბრუნდებით პროცესს. ახალ ეტაპზე გადავა ეს პროცესი და კვლავ სირცხვილის კორიდორების, პიკეტირების გზით ჩვენ ვაპირებთ, დისკომფორტი შევუქმნათ ხელისუფლების იმ სამარცხვინო წარმომადგენლებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ ჩვეულებრივ გააგრძელებენ ხელისუფლებაში ყოფნას, როგორც აქამდე იყო. ეს ასე არ იქნება. მათ მოუწევთ, ამ დისკომფორტის გავლა. ივანიშვილის მოუწევს უკან დახევა და საკუთარი დანაპირების შესრულება“, – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

ირაკლი კიკნაველიძის თქმით, ოპოზიციური პარტიები პიკეტირებასაც გეგმავენ.