ოპოზიციური გაერთიანების ლიდერების საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გახარიას პარტიიდან არ დასწრებიან
ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
შეხვედრა „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გახარიას პარტიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, გუშინ გაიმართა სამი ოპოზიციური გაერთიანების, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეხვედრა. შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.