ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრებთან ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის შეხვედრა დასრულდა
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრებთან ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის შეხვედრა დასრულდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ოპოზიციურ გაერთიანებასთან შეხვედრა დასრულდა. „ძალა ერთობაშიას” წევრებს ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტი გააცნეს და მათი მოსაზრებები და შეთავაზებები მოისმინეს.

საბჭოს წევრებმა საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გააცნეს „ქართული ოცნების“ ნაწილს, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“. მომავალ კვირაში კი შეხვედრა ექსპერტებთან გაიმართება.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთადერთი რაც წააქცევს კლანს და იმ შავბნელ ძალას, რომელიც მას მფარველობს, არის ერთიანი ფრონტი. აქ იგულისხმება ყველა მოქალაქე, რომელსაც ადარდებს კლანის არსებობა, ორგანიზაციები, პროფკავშირები, ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, მთლიანი პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც ადარდებს კლანის ძალაუფლება და ამ ქვეყნის მომავალი. ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ფრონტის ფარგლებში შეიძლება ამ შავბნელი ძალის წაქცევა და ამიტომ ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ყველა ორგანიზაციასთან, ვისაც ეს მიზანი აქვს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეაზე, რომ საკონსულტაციო საბჭო, რომლის იდეაც ჩვენ წარვადგინეთ, გახდეს უფრო მრავალფეროვანი და იქ იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს არის ძალიან საინტერესო იდეა და ღირს ამაზე მსჯელობა, რადგან ვთქვათ, ევროკავშირის წარმომადგენელი პირი, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი და სანდო. გამანეიტრალებელი ფაქტორი იმ ბერკეტში, რომელმაც უნდა ჩაკეტოს იუსტიციის საბჭოს თვითნებობა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.