ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თეა წულუკიანს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენდნენ, ხმაური იყო.
იმ დროს, როდესაც თეა წულუკიანი ტრიბუნასთან იდგა, ოპოზიციის წარმომადგენლები – თინა ბოკუჩავა, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი მასთან მივიდნენ და ბანერი გაშალეს. მოგვიანებით, აღნიშნული ბანერი ირაკლი ზარქუამ ჩამოხსნა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.