ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის ეზოში ქაღალდის თვითმფრინავები წარწერით „მონა, სირცხვილია“ გაუშვეს.
პარლამენტის ეზოში იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და ევროპული საქართველოს“ წევრები, თინა ბოკუჩავა, ელენე ხოშტარია, გიორგი კანდელაკი.
ამასთან ქაღალდის თვითმფრინავები გაუშვეს პარლამენტის შესასვლელთან ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმაც. მათთან ერთად იმყოფება დეპუტატი სერგო რატიანიც.