ოპოზიციის წევრებმა მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ბიუროს ოფისზე ბოქლომის დადება სცადეს
„ევროპული საქართველოს“ და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა სანზონაში, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ბიუროს ოფისზე ბოქლომის დადება სცადეს.
აქციის მონაწილეებს ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს, თუმცა მათ მოახერხეს შენობის გარე ფასადზე სტიკერების გაკვრა წარწერით „დალუქულია“.
„ყაველაშვილმა და მთელმა უმრავლესობამ მოატყუეს საზოგადოება და ასევე მათ მოატყუეს საკუთარი ამომრჩეველი“, – განაცხადა სერგო რატიანმა.