ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ჭიშკარს რამდენიმე ბოქლომი დაადეს [ფოტო/ვიდეო]
ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ჭიშკარს რამდენიმე ბოქლომი დაადეს.
სამართალდამცველები ოპოზიციას მოუწოდებდნენ, რომ ბოქლომი დაედოთ ჭიშკრის იმ ნაწილზე, რომელიც არ იღებოდა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „მონებო“.
„გასაღები ხალხს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ და ბოქლომის გასაღები აქციის მონაწილეების მისამართით ისროლა.
„ჩვენ არ ვართ მონები, მონები არიან ისინი და ბოქლომი მათ სამკაულია“, – აღნიშნა აქციის მონაწილემ ლაშა ჩხარტიშვილმა.