ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც. დრამატული თეატრის შენობასთან აქციის მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობებით მივიდნენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია.
„ეს არის მშვიდობიანი აქცია, ეს აქცია არ ითვალისწინებს ვინმეს გადაყენების მოთხოვნას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს, ჩვენი მოპარული ხმებისა და მოპარული თავისუფლების დაბრუნებას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ.
საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, ჩატარდა უმაღლესი საბჭოს არჩევნები. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ოპოზიციიდან მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა ბარიერი, თუმცა ისინი უარს ამბობენ მანდატებზე და უმაღლესი საბჭოს ხელახალ არჩევნებსაც ითხოვენ.