ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა სიას სპეციალური კომისია 8 იანვარს გამოაქვეყნებს
ოპოზიციის „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ წევრების განცხადებით, პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა სია 8 იანვარს გამოქვეყნდება. ეს გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული სხდომის შემდევ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს.
მათი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე შეიმუშავეს ევროსტანდარტების შესაბამისი კრიტერიუმები, რომლის ფარგლებშიც სია დაკომპლექტდება. მათი განცხადებით, გარდა მსხვერპლებისა მოხდება ე.წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიის ფორმირებაც, რომელიც საბოლოოდ საერთაშორისო პარტნიორებს გაეგზავნებათ და მათგან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.