ოპოზიციის აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით მსვლელობას მართავენ
ოპოზიციის აქტივისტები ორთაჭალაში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით მსვლელობას აწყობენ.
მანამდე მათ აქცია გამართეს რუსთაველის გამზირზე, საიდანაც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ შეზღუდვებს, ასევე ბათუმში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირის, ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ.
ადგილზე პოლიციის რამდენიმე წარმომადგენელიც იმყოფება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილებზე შეზღუდვა უკვე ძალაშია, მათ მსვლელობისთვის ხელი არ შეუშლიათ.