ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის  გახსნისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართება
ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გახსნისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართება

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის საზეიმო გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს გალა კონცერტით დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას ცნობილი საოპერო და საბალეტო ვარსკვლავები მიიღებენ. მათ შორის იანო თამარი, ქეთევან ქემოკლიძე, ოთარ ჯორჯიკია, მიხეილ ქირია და ნინო ანანიაშვილი.

მაყურებლის წინაშე პირველად გორის ქალთა გუნდი ნატო მეტონიძესთან ერთად იმღერებს.

გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ დუდანა მაზმანიშვილი, დათო ევგენიძე და ოპერის თეატრის გუნდი. კონცერტის წამყვანი სოფო შევარდნაძე იქნება.