ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მევიოლინე ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მევიოლინე ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
პანაშვიდზე იმყოფებოდნენ და ისაკაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
მევიოლინე ლიანა ისაკაძეს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალავენ.
მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.