ოპერის თეატრი თბილისის ვოკალისტთა პირველ საერთაშორისო კონკურსს OPERA CROWN უმასპინძლებს
ოპერის თეატრი თბილისის ვოკალისტთა პირველ საერთაშორისო კონკურსს OPERA CROWN უმასპინძლებს

30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, ოპერის თეატრი თბილისის ვოკალისტთა პირველ საერთაშორისო კონკურსს OPERA CROWN უმასპინძლებს.

კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს 20 ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, საბერძნეთი, ლატვია, ბელარუსი, პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, მონღოლეთი, უზბეკეთი, სომხეთი, ტაილანდი, სლოვენია) 50 ახალგაზრდა მომღერალი მიიღებს .

შესარჩევ ტურებში 300-ზე მეტი ახალგაზრდა მომღერალი მონაწილეობდა. კონკურსის ფინალი ოპერის თეატრში 5 მაისს ჩატარდება. საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე იქნება.

ჟიურის შემადგენლობაში არიან: ლეგენდარული ამერიკელი სოპრანო გრეის ბამბრი, ცნობილი ქართველი სოპრანო მაყვალა ქასრაშვილი, პიტერ მარიო კატონა (ლონდონის „კოვენტგარდენი“), ჯონათან ფრენდი (ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერა“), ილიას ცემპეტონიდისი (პარიზის ,,ნაციონალური ოპერა“), კრისტინა შეპელმანი (ბარსელონას „ლისეუს თეატრი“), ფრანჩესკო ანდოლფი (ნეაპოლის „სან-კარლოს თეატრი“), ოლგა როსტროპოვიჩი (გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრი, მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდი), სებასტიან შვარცი (გლინდებურნის ფესტივალი),ალესანდრო არიოზი (Ariosi Management) და ფაბიანა დალპიაზი