ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გორში მდუმარე აქცია გაიმართა
ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაასთან დაკავშირებით გორში მდუმარე აქცია გაიმართა.
საკრებულოსთან მედიასაშუალებების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ ოპერატორს და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს.
შეკრებილებმა მედიაზე ძალადობის ფაქტები გააპროტესტეს და იმ პირების უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს, რომლებმაც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე იძალადეს.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა გორის საკრებულოს შენობაზე წითელი საღებავებით წარწერები დატოვეს.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.