ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ზონაში თურქმა სამხედროებმა 40 ნაღმი და 227 თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანადგურეს
ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ზონაში თურქმა სამხედროებმა 40 ნაღმი და 227 თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანადგურეს. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თურქმა სამხედროებმა თავისი მოქმედების ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 25 შემთხვევა აღნიშნეს. ცეცხლის შეწყვეტაზე მომუშავე კომისიაში რუსეთმა თავის მხრივ რეჟიმის დარღვევის 11 შემთხვევა წარადგინა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი სირიაში დამატებით 276 ჯარისკაცს და 33 ერთეულ ტექნიკას გაგზავნის. სირია-თურქეთის სასაზღვრო ზონაში რუსეთის სამხედრო პოლიცია პატრულირებს.
სირიის ჩრდილოეთში არსებული ვითარება განიხილეს თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.