„ევოლუშენ გეიმინგის“ (ონლაინ კაზინო) 400-მდე თანამშრომელი გაფიცულია და კომპანიის წინ აქციას მართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქციის მონაწილეები ხელფასების მატებას და უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
ადგილზე იმყოფებიან პროფკავშირის წარმომადგენლები. ასევე ადგილზე მისვლას აპირებს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.