ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟამიერეთში, ადიდებულმა მდინარემ საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟამიერეთში, ადიდებულმა მდინარე რიონმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა.
ქალაქ ონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის, ლევან შერაზადიშვილის ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, ოჯახის წევრები ორი დღის წინ, ერთ-ერთ ქალაქში გაემგზავრნენ.
ადგილობრივი ხელისუფლება სხვა სახლების დაზიანების შესახებ ინფორმაციას ამ დროისთვის არ ფლობს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, რაჭაში 12 სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი.
წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.