ონის მერიაში აცხადებენ, რომ კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამძებრო სამუშაოები, როგორც უშუალოდ სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში
ონის მერიაში აცხადებენ, რომ კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამძებრო სამუშაოები, როგორც უშუალოდ სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში

ონის მერის პირველი მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისი განმარტებით, სამძებრო სამუშაოები ტარდება უშუალოდ სტიქიის ზონაში, ასევე მდინარეების, რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში.

„დღეისთვის 31 გარდაცვლილი არის ნაპოვნი, მათ შორის მიმდინარეობს ორი მათგანის იდენტიფიცირება, ასევე ვეძებთ ორ ადამიანს – მცირეწლოვნებს, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ადამიანების პოვნის მცირედი შანსი მაინც იქნება“, – განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.