„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - რუსეთის არმიამ უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქი ვუჰლედარი დაიკავა
რუსეთის არმიამ უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქი ვუჰლედარი დაიკავა. ამის შესახებ აღნიშნულია „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ მოხსენებაში.
ანგარიშის თანახმად, ვუჰლედარის ოკუპაცია ნაკლებად სავარაუდოა, რომ რადიკალურად შეცვალოს შეტევითი ოპერაციების კურსი, რადგან ქალაქი არ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლოგისტიკური კერა.
პარალელურად, უკრაინული წყაროების ინფორმაციით, უკრაინული ჯგუფის ნაწილმა განახორციელა დაგეგმილი უკანდახევა ვუჰლედარიდან, რათა თავიდან აეცილებინა ალყა.
ვუჰლედართან დაკავშირებით მოხსენებას აქვეყნებს უკრაინული სადამკვირვებლო პროექტი „დიფსთეითი”, რომელიც ფრონტზე არსებულ ვითარებას აკვირდება.
ანგარიშის მიხედვით, ქალაქ ვუჰლედარიდან გასვლის შემდეგ, უკრაინამ დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონზე კონტროლი მთლიანად დაკარგა.