„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - ესტონეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსი სამხედროები აყალიბებენ ლენინგრადისა და მოსკოვის სამხედრო ოლქებს ნაწილობრივ ფინეთსა და ნატო-სთან საბრძოლველად
ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსი სამხედროები აყალიბებენ ლენინგრადის სამხედრო ოლქებს და მოსკოვის სამხედრო ოლქს ნაწილობრივ ფინეთსა და ნატო-სთან საბრძოლველად. ამის შესახებ ინფორმაციას „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს რუსეთმა პეტერბურგის მახლობლად, ლადოგის ტბაზე პირველად განათავსა „კალიბრის“ რაკეტებით აღჭურვილი ხომალდები, რაც, სავარაუდოდ, გაკეთდა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საპასუხოდ. გარდა ამისა, რუსეთმა ბალტიის ზღვაზე „ტუ-22მ3“ მძიმე ბომბდამშენების ფრენების რაოდენობაც გაზარდა.
„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ ლიეტუვის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი რესურსები გამოყო უკრაინის ომისთვის, მას ასევე აქვს რეზერვები ბალტიის ზღვის რეგიონში ალიანსთან დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ამ ზომებით რუსეთი ნატო-სთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება.