ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი - არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომ რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღის ჩატარებას გეგმავს
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი - არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომ რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღის ჩატარებას გეგმავს

არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომ რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღის ჩატარებას გეგმავს, – ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი თავის რეგულარულ მიმოხილვაში წერს.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, კრემლმა პირდაპირ უპასუხა მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ რუსეთში გავრცელებულ ხმებს, რაც არის აშკარა მცდელობა, გაუმკლავდეს საზოგადოებაში შეშფოთების მზარდ ტალღას, თუმცა არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომ რუსეთი აპირებს მობილიზაციის მეორე ტალღის ჩატარებას.

ამას გარდა, ომის შესწავლის ინსტიტუტი ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციაზეც წერს. ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინის ძალებმა ხარკოვის ოლქში, იმ მცირე ნაწილში, რომელიც  რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ რჩება, რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს.

როგორც ამერიკელი ექსპერტები წერენ, რუსეთის ძალები განაგრძობენ იერიშებს ბახმუტსა და ავდეევკასთან. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი წერს, რომ, რუსული წყაროების ცნობით, რუსეთის ძალებმა ბახმუტთან მცირედით წინ წაწევა შეძლეს, თუმცა ქალაქის ალყაში მოქცევის მათი ძალისხმევა წარუმატებელია.