ომარ ჩიქოვანი - საქართველოში ხალხი თუ ისეთივე მიმოსვლას დაუბრუნდა, არ მოხდა ერთმანეთთან სოციალური იზოლაცია, შემთხვევები გაიზრდება, რაც შეიძლება, ძალიან ცუდად აისახოს სამედიცინო სფეროში არსებულ ვითარებაზე
მთავარია, გაიზარდოს თვითშეგნება, მოსახლეობამ დაიწყოს მეტად თვითიზოლაცია და პირბადეების ტარება, ვინაიდან პირბადით სიარული ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმსაზღვრელი პირობაა, რათა ინფექცია არ გავრცელდეს, – ამის შესახებ სიეტლში მოღვაწე ექიმმა, ბავშვთა რეანიმატოლოგმა ომარ ჩიქოვანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო მაღალი იქნება პირბადეების ტარების პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო ნაკლებად გავრცელდება ინფექცია.
„რაც შეეხება შეზღუდვებს, თუ საქართველოში შეზღუდვები მოიხსნა და ხალხი დაუბრუნდა იმავე სოციალურ მიმოსვლას და იგივენაირად არ დაიცვა წესები, არ მოხდა ერთმანეთთან სოციალური იზოლაცია, რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება და ეს შეიძლება, ძალიან ცუდად აისახოს ვითარებაზე, მათ შორის, სამედიცინო სფეროში“, – განაცხადა ომარ ჩიქოვანმა.
ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.