ომერ ჩელიქი - თურქეთი ტერორიზმთან საბრძოლველად ევროკავშირის სამხედრო ბაზად არ უნდა იყოს აღქმული
თურქეთი ტერორიზმთან საბრძოლველად ევროკავშირის სამხედრო ბაზად არ უნდა იყოს აღქმული, – ამის შესახებ ევროკავშირის საკითხებში თურქეთის მინისტრმა განაცხადა.
ომერ ჩელიქის თქმით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ფიქრობს, რომ თურქეთთან ურთიერთობები მხოლოდ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის მიზნებით უნდა განავითარონ.
თურქი მინისტრის განცხადებით, ანკარას სურს, რომ ევროკავშირმა მოლაპარაკებები ყველა მიმართულებით, მათ შორის სრულუფლებიან წევრობაზე აწარმოოს. ევროკავშირის წევრობაზე თურქეთმა განაცხადი 1987 წელს გააკეთა, მოლაპარაკებები კი 2005 წელს დაიწყო.