ომანის დედაქალაქ მუსკატის ერთ-ერთ მეჩეთთან სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე პირი კი დაშავდა
ომანის დედაქალაქ მუსკატის ერთ-ერთ მეჩეთთან სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ რამდენიმე პირი.
მედიის ცნობით, თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. სამართალდამცველებმა ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ ომანში ასეთი თავდასხმები იშვიათია და ის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ყველაზე სტაბილური და მშვიდი ქვეყანაა.
მომხდარის გამო აშშ-ის საელჩომ ომანში ამერიკელი მოქალაქეები გააფრთხილა და შემთხვევის ადგილთან მიახლოებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.