ომანიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისები იწყება
ომანიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისები იწყება

ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SalamAir საქართველოში რეგულარულ საავიაციო მიმოსვლას იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებაზე ფრენები 15 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27.10.2018), კვირაში სამჯერ განხორციელდება. რეისები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალი ავიარეისები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას.