ოლივერ ვარჰეი - თორმეტივე პრიორიტეტის შესრულება უნდა დასრულდეს, ევროკავშირის გაფართოება არის დამსახურების საფუძველზე
ოლივერ ვარჰეი - თორმეტივე პრიორიტეტის შესრულება უნდა დასრულდეს, ევროკავშირის გაფართოება არის დამსახურების საფუძველზე

თორმეტივე პრიორიტეტის შესრულება უნდა დასრულდეს, რადგან ევროკავშირის გაფართოება არის დამსახურების საფუძველზე. როდესაც შესრულდება თორმეტივე პრიორიტეტი, დარწმუნებული ვარ, იქნება და უნდა იყოს გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან მიღებული, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

ვარჰეის თქმით, გადაწყვეტილება იქნება იმის საფუძველზე, რა პროგრესის ქვეყანას ექნება.

„მეორე საკითხი, რაც მინდა აქ წამოვჭრა – გადაწყვეტილება არის იმ რეფორმების საფუძველზე, რომელიც ადგილზე მუშაობს, ადგილზე უნდა მუშაობდეს ქვეყნის, ეკონომიკის, საზოგადოების, ხალხის სასიკეთოდ. ამიტომ, რეალური ინტეგრაცია ადგილზე უნდა დაიწყოს, მეტი ევროპელი ინვესტორი ჩამოვა, მეტი ვაჭრობა იქნება, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მეტი სოციალური ჩართულობა იქნება იმ წესების საფუძველზე, რომელიც აქ იქმნება, ეს არის ევროპული ინტეგრაცია. ჩემი მთავარი აქცენტი არის რეალურ ინტეგრაციაზე, როგორ ვახდენთ ინტეგრაციას ჩვენ თვითონვე ჩვენს მეზობლებთან. ბოლოს მინდა ვთქვა, წელს რას უნდა ელოდოთ ჩვენგან. ბოლო ნაწილი გადაწყვეტილების და მოსაზრების ეს არის ხანგრძლივი და მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც ადარებს პოტენციურ განაცხადს და ევროკავშირის კანონმდებლობის განხორციელებას საქართველოში, ანუ საქართველო როგორ შეძლებს სრული განაცხადის განხორციელებას. ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, იქ არის განსაზღვრული ასპექტები, ის არ არის იდენტური, 70 პროცენტი არის თანხვედრაში, რადგან რა თქმა უნდა მესამე ქვეყნებმა არ უნდა გამოიყენონ სრულად ჩვენი ევროდირექტივები, მაგრამ 70 პროცენტი მასში უკვე ასახულია. თქვენ რაც გაქვთ, არის გარკვეულწილად შესაბამისობა, მაგრამ მთავარია, როგორ მოხდება მომავალში ამის შესრულება, არა მარტო მოუწევს საქართველოს ჩვენი ევროპული კანონმდებლობის რატიფიკაცია, არამედ განხორციელებაც ქვეყანაში. ამიტომ, სამივე აპლიკანტს დავაკვირდებით ამ კუთხით. მომდევნო წელს სამივე ახალი კანდიდატი, იმედი მაქვს, რომ იმ დროისთვის უკვე საქართველოც კანდიდატი იქნება, ვნახოთ, სამივეზე იქნება ანგარიში დაწერილი, როგორც ნებისმიერ სხვა კანდიდატებზე ვწერდით“, – განაცხადა ვარჰეიმ.