ოლივერ ვარჰეი - თბილისში გამართულ შეხვედრებზე აქცენტი კეთდება ევროკავშირის მხარდაჭერაზე და პრიორიტეტულ რეფორმებზე, რომლებიც ევროპული საბჭოს დასკვნაში გაიწერა
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს დედაქალაქში გამართულ შეხვედრებზე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ვარჰეის თქმით, შეხვედრებზე აქცენტი კეთდება ევროკავშირის მხარდაჭერაზე და პრიორიტეტულ რეფორმებზე, რომლებიც ევროპული საბჭოს დასკვნაში გაიწერა.
„საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამართულ შეხვედრებზე აქცენტი კეთდება ევროკავშირის მხარდაჭერაზე და პრიორიტეტულ რეფორმებზე, რომლებიც ევროპული საბჭოს დასკვნაში იქნა გაწერილი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით. საუბარი გვექნება ასევე ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ფლაგმანურ პროექტებზე“, – წერს ევროკომისარი.