ოლივერ ვარჰეი - საქართველო თუ დააკმაყოფილებს ყველა პირობას, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად, კანდიდატი თუ ცდილობს, მაშინ უნდა ეცადოს ევროკავშირიც
ოლივერ ვარჰეი - საქართველო თუ დააკმაყოფილებს ყველა პირობას, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად, კანდიდატი თუ ცდილობს, მაშინ უნდა ეცადოს ევროკავშირიც

საქართველო თუ ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, წევრობისთვის ნათელი და მკაფიო პირობებია განსაზღვრული.

„მიმაჩნია, რომ შესაძლებლობების ეს ფანჯარა თავისთავად ახლა იქმნება. შეიძლება ძალიან ადრეული იყოს იმის თქმა, როდის მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი მხრიდან, კომისიის მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კანდიდატებისთვის ყველაფერი იყოს გაკეთებული, იმისთვის, რომ მოემზადონ 2030 წლისთვის, თუ 2030 წელი იქნება. თუ მანამდე მოხდება, მანამდე იქნება, მაგრამ ნათელი და მკაფიო პირობებია განსაზღვრული წევრობისთვის. მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება ქვეყანა წევრი, როდესაც შეასრულებს ყველა პირობას. საქართველო 2030 წლისთვის თუ იქნება მზად და ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად 2030 წლისთვის, რადგან ეს ორმხრივი მიმართულებაა, კანდიდატი თუ ცდილობს, მაშინ ევროკავშირიც უნდა ეცადოს“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

კითხვაზე, როდის გახსნის კარს ევროკავშირი საქართველოსთვის, ვარჰეიმ აღნიშნა: „კარი ღიაა“.