ოლივერ ვარჰეი - რუსეთის ომი უკრაინაში არის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები, საქართველო შეიძლება იყოს ასეთი საიმედო პარტნიორი და მოკავშირე
რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები, საქართველო შეიძლება იყოს ასეთი სანდო და საიმედო პარტნიორი და მოკავშირე, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები. სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები იქნება ეს უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკის სფეროში. საქართველო შეიძლება იყოს ასეთი სანდო და საიმედო პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ ვქმნით პარტნიორობას ჩვენ ირგვლივ და გზავნილი, რომელიც ჩამოვიტანე საქართველოში არის ასეთი, გვინდა, პარტნიორობა ამ მიმართულებით გვქონდეს სანდო ენერგომოწოდების კუთხით საქართველოსთან და ამ ინიციატივის საშუალებით ენერგოუსაფრთხოება დამყარდეს საქართველოში, კავკასიაში და ევროპაში.
მიმაჩნია, რომ ამ კაბელით ჩვენ შევძლებთ ამ მიზნის შესრულებას. კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც მეტ-ნაკლებად უკავშირდება ამ პროექტს, არის გაციფროვნებული ღრმაწყლოვანი კაბელი, რომელიც საქართველოს დაკავშირება ჩვენს ძირითად ქსელებთან, აქაც მუდმივი კავშირი დამყარდება ჩვენ შორის და ამ მიმართულებით კარგი წინსვლა გვაქვს. ეს იქნება პირველი უმსხვილესი პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ და შედეგებს დავინახავთ მალე.
იმედი მაქვს, შევძლებთ, დავაჩქაროთ მუშაობა ღრმა წყლის ელექტროკაბელთან და იმედი მაქვს, გამოჩნდება ახალი იდეები. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველო აპირებს ელექტროენერგიის ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დამატებით შესაძლებლობას და წარმადობას შექმნის ევროპისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ, შევისწავლოთ ეს შესაძლებლობა და ვნახოთ, როგორ შეიძლება გავაფართოოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, სხვა ფლაგმანური პროექტების მიმოხილვით, ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე დაიწყო მუშაობა. ჩვენ ვართ ამ პროცესის მონაწილენი და იმედი მაქვს, ეს იქნება არამარტო შავი ზღვის დამაკავშირებელი, არამედ სხვა მიმართულებითაც და ვაჭრობა გაიზრდება, როგორც ოდესღაც ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის. ყველა ამ პროექტის ფონზე მიმაჩნია, რომ ყველაფერი გვაქვს, რათა საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი და საქართველოს მოქალაქეებს მივცეთ ევროპა“, – განაცხადა ვარჰეიმ.