ოლივერ ვარჰეი - რეკომენდაციას გავცემთ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, ასევე, კიდევ გადაიდგმება
რეკომენდაციას გავცემთ საქართველოსთვის კანდიდატის სატატუსის მინიჭებაზე იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ნაბიჯები კიდევ გადაიდგმება.
„ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, რომ დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ასევე, რეკომენდაციას გავცემთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ბოსნია-ჰერცეგოვინას შემთხვევაში მაშინ, როცა კრიტერიუმები იქნება დაკმაყოფილებული და ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ საქართველოსთვის კანდიდატის სატატუსის მინიჭებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია.
საქართველოში ჩვენ ვნახეთ პოზიტიური ახალი დინამიკა ევროკავშირში ჩართულობის გასულ თვეებში და განსაკუთრებით 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება ნაბიჯები დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის მისაღწევად, საპარლამენტო ზედამხვედელობის გაუმჯობესების, პოლიტიკური პოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.