ოლივერ ვარჰეი - მივესალმები შეთანხმებას კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც საქართველოს გამოწვევებთან გამკლავების საშუალებას მისცემს
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ეხმაურება.
„ვესაუბრე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს. მივესალმები პოლიტიკურ შეთანხმებას არსებული კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, გაუმკლავდეს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა „კოვიდ-19“, ეკონომიკური აღდგენა და რეგიონალური საკითხები. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერას“, – წერს ვარჰეი.