ოლივერ ვარჰეი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე. განვიხილეთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა, ასევე ბრძოლა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ და ეკონომიკის აღდგენა პანდემიის შემდგომ“, – წერს ევროკომისარი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის დღეს შეხვდა.