ოლივერ ვარჰეი - გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესებაში, ჩვენ გვჭირდება უფრო დიდი ხიდები ევროპასა და საქართველოს შორის
ოლივერ ვარჰეი - გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესებაში, ჩვენ გვჭირდება უფრო დიდი ხიდები ევროპასა და საქართველოს შორის

დროული და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა. ბევრი ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმების პოტენციალი სრულად, რასაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებლის მოტანა შეუძლია, – ამის შესახებ ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სხდომაზე ისაუბრეს გამოწვევებზეც, რომელიც მათ შორის უკავშირდება პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდგომ აღდგენას.

„ძალიან დროული და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა. ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმების პოტენციალი სრულად, რასაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებლის მოტანა შეუძლია. ჩვენ შევეხეთ იმ გამოწვევებს, რომელიც წინ გვაქვს. ესენია: კრიზისის შემდგომი აღდგენა, მედეგობა და რეფორმები. პანდემიის დაწყების შემდეგ ევროკავშირს ძალიან სწრაფი რეაგირება ჰქონდა და საქართველოს მიმართ სოლიდარობა აჩვენა. ჩვენ საქართველოს ვაწვდით სამედიცინო საშუალებებს და შარშან მოვახდინე 183 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარების მობილიზება „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან გასამკლავებლად, დამატებით 150 მილიონ ევროს კი გამოვყოფთ მაკროფინანსური მხარდაჭერისთვის, რათა მცირე მეწარმეებს და ყველაზე დაუცველებს დავეხმაროთ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ვარჰეის განმარტებით, ახლა ფოკუსირებული არიან ვაქცინაციის პროგრამაზე.

„ძალიან გამიხარდა, რომ შაბათ დილით ვაქცინების პირველი პარტია ჩაიტანეს საქართველოში. ეს მოხდა „კოვაქსის“ ინიციატივის დახმარებით, რომლის უმსხვილესი დონორი არის ევროკავშირი და ჩვენ ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ. ჩვენ ასევე ვემზადებით იმ მექანიზმის ასამოქმედებლად, რომლითაც ევროკავშირი ვაქცინებს გაუზიარებს სხვა ქვეყნებს. ამაზე მუშაობა გრძელდება. ასევე ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ვაქცინაციის კამპანიის ჩატარებაში, რომელსაც წარმატებული სტარტი ჰქონდა“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ოლივერ ვარჰეის თქმით, ასევე დაეხმარებიან საქართველოს სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესებაში.

„ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი დახმარება ამით არ დასრულდება. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესებაში, რათა საქართელომ კრიზისის შემდეგ აღდგენა შეძლოს. ჩვენი პრიორიტეტი იქნება კავშირების დამყარება. ეს ეხება ენერგეტიკას, ტრანსპორტს, თუ ციფრული კავშირებს. ევროკავშირი არის საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტიორი. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავეხმარებით საქართველოს ევროკავშირში ექსპორტის დივერსიფიკაციაში. ჩვენ ასევე გვჭირდება ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები. ეს კიდევ ერთი თემაა, რომელზე შევთანხდმით. ჩვენ სწრაფად გვჭირდება ეკონომიკური ზრდა და ახალი სამუშაო ადგილები, რადგან ეს წარმოდგენს ეკონომიკის აღდგენის მთავარ საფუძველს. ჩვენ გვჭირდება უფრო დიდი და ხელმისაწვდომი ხიდების გადება ევროპასა და საქართველოს შორის.

განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება შავ ზღვასთან წვდომას, რომელზეც სავაჭრო გზა გადის. ანალოგიურად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ რეფორმები გააგრძელოს და გააგრძელოს სწრაფი სვლა ევროპის სტანდარტებისკენ, ევროპაში მოქმედი რეგულეციების დანერგვისკენ. ამ კუთხით ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი საჯარო შესყიდვებისა და შრომის სტანდარტებთან დაკავშირებით, მაგრამ ამასთან ერთად ხაზი გავუსვით, რომ რეფორმების გაგრძელება საჭიროა და განსაკუთრებით მარლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის სფეროში“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

გარდა ამისა, ოლივერ ვარჰეიმ ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებითაც.

„ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა აღმოსავლეთ პარტნიორობაზე. გასულ წელს განსაზღვრულ პოლიტიკური პრიორიტეტბზე დაყრდნობით ჩვენ ახლა ვმუშაობთ 2020 წლის შემდგომი ამბიციური რეფორმებისა და ინვესტიციების დღის წესრიგზე. ჩვენ ვაპირებთ ეკონომიკური აღდგენისა და კავშირების განმტკიცების ხელშეწყობას და ვუზრუნველყოფთ, რომ ჩვენი პოლიტიკის მთავარი ამოსავლი წერტილი არის ქართველი ხალხი. მე მოხარული ვარ, რომ საქართველო მტკიცედ თანამშრომლობს ამ ჩარჩოში და ამ პროგრამის ერთგულია. ჩენ ველოდებით დისკუსიებს, რომელიც წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გაგრძელდება“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.