ოლივერ ვარჰეი - ევროპას არ აქვს სათანადო პოლიტიკური პლატფორმა კანდიდატ ქვეყნებთან და მეზობლებთან ურთიერთობისთვის, სადაც პარტნიორებთან ბევრად ინტენსიურად ისაუბრებს
ევროპას არ აქვს სათანადო პოლიტიკური პლატფორმა კანდიდატ ქვეყნებთან და მის მეზობლებთან ურთიერთობისთვის, სადაც შეეძლება, ისაუბროს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ბევრად უფრო ინტენსიურად, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ „ევროაქტივთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რომელიც ეხებოდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადებას ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, რომელიც გააძლიერებს ბლოკის კავშირებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან მის ახლო სამეზობლოში, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ „ამან შესაძლოა, კიდევ ერთი ფენა დაუმატოს“.
ოლივერ ვარჰეის განცხადებით, რუსეთის ომმა უკრაინასთან გააღვიძა დებატები ევროკავშირის გაფართოების პროცესის გარშემო და აჩვენა პროცედურების დაჩქარების აუცილებლობა.
„ჩვენ, ევროპელები, ახლა არა მხოლოდ ვაცნობიერებთ, არამედ მზად ვართ, განვახორციელოთ ეს, რომ ევროპა ვერ ისარგებლებს უსაფრთხოებით, სტაბილურობითა და კეთილდღეობით დასავლეთ ბალკანეთის სრული ინტეგრაციის გარეშე. არ დაგავიწყდეთ, ჩვენ ჩავიბარეთ ევროკომისია, რომელმაც უარი თქვა გაფართოებაზე – პროცესს მიადგა ზიანი“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.