ოლივერ ვარჰეი - ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ცხრა ნაბიჯი არის გადადგმული
ოლივერ ვარჰეი - ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ცხრა ნაბიჯი არის გადადგმული

ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ცხრა ნაბიჯი არის გადადგმული, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს საჭიროა თამამი გადაწყვეტილებები და ლიდერობა. ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მოლოდვასა და უკრაინასთან, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, როგორც კი წევრობის შესაბამისობის საჭირო ხარისხი მიღწეული იქნება, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ცხრა ნაბიჯი არის გადადგმული“, – წერს ოლივერ ვარჰეი „ტვიტერზე“.

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.