ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირის ლიდერებმა მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, დაადასტურეს, რომ მიანიჭებენ ამ სტატუსს საქართველოს, როდესაც კომისიის რეკომენდაციები შესრულდება
ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირის ლიდერებმა მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, დაადასტურეს, რომ მიანიჭებენ ამ სტატუსს საქართველოს, როდესაც კომისიის რეკომენდაციები შესრულდება

ევროკავშირის ლიდერებმა მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, დაადასტურეს, რომ მიანიჭებენ ამ სტატუსს საქართველოს, როდესაც კომისიის რეკომენდაციები შესრულდება, – ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა ევროპარლამენტში გამართული სხდომის დროს, სადაც ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს.

ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება და ფინანსური მხარდაჭერა დამოკიდებულია პროგრესზე, რომელსაც პარტნიორები მიაღწევენ. 

„ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება მკაფიო კრიტერიუმებს და სტანდარტებს და დაფუძნებულია თითოეული ქვეყნის დამსახურების პრინციპზე, რჩება ჩვენს გეოსტრატეგიულ ინტერესებში.

ივნისში ევროკავშირის ლიდერებმა აღიარეს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. მათ მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, დაადასტურეს, რომ მიანიჭებენ ამ სტატუსს საქართველოს, როდესაც კომისიის რეკომენდაციები შესრულდება.

ევროპამ ერთიანობითა დ სიმტკიცით უპასუხა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ჩვენი უახლოესი მოკავშირეების, ჩვენი მეზობლების მხარდაჭერა. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა გახდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ომის დაწყების შემდეგ, თუმცა, ჩვენი გაფართოების პოლიტიკის მეთოდოლოგიისა და მოლაპარაკებების ჩარჩოს თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება და ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი რეგიონების მიმართ კვლავაც დაფუძნებულია ფუნდამენტურ საკითხებში პროგრესზე. დამოკიდებულია პროგრესზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორები მიაღწევენ. ამასთან, ჩვენ გვჯერა, რომ მეტი ჩართულობაა საჭირო“, – განაცხადა ვარჰეიმ.