ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მედეგობის ძალისხმევას გამოწვევებით აღსავსე რეგიონული უსაფრთხოების სიტუაციაში
ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მედეგობის ძალისხმევას გამოწვევებით აღსავსე რეგიონულ უსაფრთხოების სიტუაციაში, – ამის შესახებ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.
„შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რათა განვიხილოთ რეფორმების პროცესის მიმდინარეობა, კერძოდ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მედეგობის ძალისხმევას გამოწვევებით აღსავსე რეგიონული უსაფრთხოების სიტუაციაში“,- წერს ვარჰეი „ტვიტერზე“.