ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, შეგვიძლია, ახალ ეტაპზე მუშაობა დავიწყოთ
ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, შეგვიძლია, ახალ ეტაპზე მუშაობა დავიწყოთ

ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. ვამაყობთ, რომ გასულ წელს დაგეხმარეთ. ჩვენ დავეხმარეთ ქვეყანას 400 ათასი სამუშაო ადგილის შენარჩუნმებაში, მხარი დავუჭირეთ 78 ათას ოჯახს საქართველოში და ინტენსიური რეანიმაციის განყოფილებების გაძლიერებაში დავეხმარეთ ქვეყანას, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვარჰეიმ განაცხადა, საქარველო ევროკავშირისგან დახმარებას მომავალშიც მიიღებს.

„ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ თბილისში ვარ. ეს ჩემი პირველი ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანასა და რეგიონში. უნდა ვაღიარო, რომ პრივილეგიად ვიგრძენი ის პარტნიორობა, რაც საქართველოს გააჩნია ევროკავშირთან. ბოლო წელი საკმაოდ რთული იყო ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენ ვებრძვით პანდემიას, თუმცა საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაციის ეტაპიც გაიარა და პოლიტიკური კრიზისიც იწვნია. ჩვენ დავეხმარეთ ქვეყანას ამ სირთულეების გადაჭრაში, იმედი გვაქვს, ეს პრობლემები უკვე წარსულს ჩაბარდა, გუშინდელი დღეა და ახლა შეგვიძლია, აქცენტის გაკეთება დავიწყოთ კოვიდიდან, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლაზე. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. ვამაყობთ, რომ გასულ წელს დაგეხმარეთ. ჩვენ დავეხმარეთ ქვეყანას 400 ათასი სამუშაო ადგილის შენარჩუნმებაში, მხარი დავუჭირეთ 78 ათას ოჯახს საქართველოში და ინტენსიური რეანიმაციის განყოფილებების გაძლიერებაში დავეხმარეთ ქვეყანას. იმედი მაქვს, ესეც გუშინდელი დღეა და ახლა შეგვიძლია, დავიწყოთ ახალ ეტაპზე მუშაობა და გადავლახოთ ამ კრიზისის შედეგები“, – განაცხადა ვარჰეიმ.